კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 2 ნოემბერი
ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ ამუშავებს შპს „დევები“ (Deweb, შემდგომში „ჩვენ“) პერსონალურ მონაცემებს ვებსაიტზე deweb.ge და AI ასისტენტის სერვისში, რომელიც ჩვენი კლიენტი ბიზნესების სახელით პასუხობს შეტყობინებებს Facebook Messenger-სა და Instagram-ზე.
ვინ ვართ
შპს „დევები“ (Deweb LLC), საქართველო. კონტაქტი: info@deweb.ge.
როცა თქვენ წერთ ბიზნესის Facebook გვერდს ან Instagram ანგარიშს, რომელიც ჩვენს ასისტენტს იყენებს, თქვენს შეტყობინებებზე პასუხისმგებელია ეს ბიზნესი, ჩვენ კი მონაცემებს მისი დავალებით ვამუშავებთ.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
- იდენტიფიკატორი: Meta-ს მიერ მოცემული ID, რომელიც თქვენს ანგარიშს მხოლოდ ამ გვერდთან მიმართებით აღნიშნავს.
- სახელი: თქვენი პროფილის სახელი, რომელსაც ბიზნესის მფლობელი შეტყობინებაში ხედავს.
- შეტყობინებები: თქვენ მიერ გაგზავნილი ტექსტი და ასისტენტის პასუხები. ფოტოს, ხმოვან შეტყობინებას ან ფაილს ასისტენტი არ ხსნის; ის მხოლოდ იგებს, რომ ასეთი რამ გაიგზავნა.
- შეკვეთის მონაცემები: შეკვეთის ნომერი და ტელეფონი, თუ თავად მოგვაწვდით შეკვეთის სტატუსის შესამოწმებლად; სახელი, ტელეფონი, ქალაქი და მისამართი, თუ შეკვეთას ჩატში აფორმებთ.
რისთვის
- თქვენს კითხვებზე პასუხისთვის: პროდუქტების, ფასების, მარაგის და შეკვეთის სტატუსის შესახებ.
- საუბრის ბიზნესის მფლობელისთვის გადასაცემად, როცა ადამიანის ჩარევაა საჭირო.
- ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად (მაგალითად, შეტყობინებების რაოდენობის ლიმიტი).
- მომსახურების ხარჯის აღრიცხვისთვის (მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლები, შეტყობინებების შინაარსის გარეშე).
ჩვენ არ ვყიდით მონაცემებს და არ ვიყენებთ მათ რეკლამისთვის.
ვის ვუზიარებთ
| ვის | რატომ |
|---|---|
| Meta Platforms (Facebook, Instagram) | შეტყობინებების მიღება და გაგზავნა |
| Google (Gemini API) | ასისტენტის პასუხის შედგენა; იგზავნება საუბრის ტექსტი |
| Telegram | ბიზნესის მფლობელისთვის შეტყობინება თქვენი სახელით და მოკლე ამონარიდით |
| DigitalOcean | სერვერი, რომელზეც სერვისი მუშაობს |
| ბიზნესის საკუთარი სისტემები | ონლაინ მაღაზია ან კურიერის სერვისი, შეკვეთის სტატუსის შესამოწმებლად |
რამდენ ხანს ვინახავთ
- საუბრის კონტექსტი, რომელსაც ასისტენტი პასუხისთვის იყენებს: 24 საათი.
- საუბრების ჟურნალი, შეტყობინებები მფლობელისთვის და ჩატში გაფორმებული შეკვეთები: 90 დღე, შემდეგ ავტომატურად იშლება.
- Telegram-ში გაგზავნილი შეტყობინებები რჩება ბიზნესის მფლობელის Telegram-ში.
ავტომატური პასუხები
პასუხებს წერს AI ასისტენტი და შესაძლოა შეცდომა შეიცავდეს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ადამიანთან საუბარი მოითხოვოთ.
ვებსაიტი deweb.ge
საიტი არ იყენებს cookie-ებს, ანალიტიკას ან რეკლამას. ენის არჩევანი ინახება მხოლოდ თქვენს ბრაუზერში. ყველა ფაილი, შრიფტების ჩათვლით, იტვირთება მხოლოდ deweb.ge-დან.
თქვენი უფლებები
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად, შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა და დამუშავებაზე უარის თქმა. მოგვწერეთ: info@deweb.ge. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
მონაცემების წაშლა
თქვენი საუბრების წასაშლელად:
- მოგვწერეთ info@deweb.ge, სათაურით „მონაცემების წაშლა“.
- მიუთითეთ გვერდი ან Instagram ანგარიში, რომელსაც მისწერეთ, და თქვენი სახელი Facebook-ზე ან Instagram-ზე.
მონაცემებს წავშლით 30 დღის განმავლობაში და დაგიდასტურებთ. საუბრის წაშლა Messenger-ში ან Instagram-ში ჩვენთან შენახულ ასლს არ შლის.
ცვლილებები
ამ პოლიტიკის განახლებისას ზემოთ თარიღს შევცვლით.
